რეზონანსი
05.11.2025

თაკო ჩარ­კვი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი ძმის­შვი­ლი ჯაკო (ჯან­სულ) ჩარ­კვი­ა­ნი პო­ლი­ცი­ა­ში თა­ვად მი­ვი­და და­კი­თხვა­ზე. იგი არ ამარ­თლებს ძმის­შვი­ლის საქ­ცი­ელს და კად­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ გა­ოგ­ნე­ბუ­ლია.

"თა­ვი­სი ფე­ხით მი­ვი­და ჯაკო ად­ვო­კატ­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ა­ში, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ვი­და უკვე. არ ვიცი რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა, მაგ­რამ ფაქ­ტი მოხ­და ასე:

ჯაკო და მისი მე­გობ­რე­ბი სვამ­დნენ, ამ დროს და­უ­რე­კა მისი გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რის დე­დამ მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ან­მა კი­ვი­ლით, მიშ­ვე­ლეთ, მცე­მე­სო. უთხრა, რომ შვე­ლა სჭირ­დე­ბო­და. მთვრა­ლი ბი­ჭე­ბი მი­ვიდ­ნენ და მოხ­და ის, რაც ვნა­ხეთ კად­რებ­ში... მე ვფიქ­რობ ჩემ­თვის, მთვრა­ლე­ბი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, შე­იძ­ლე­ბა გა­ერ­კვი­ათ დე­ტა­ლე­ბი. არა­ნა­ი­რად არ ვა­მარ­თლებ ამ ქმე­დე­ბას, ბევ­რმა რა­ტომ­ღაც აღიქ­ვა ისე, რომ თით­ქოს ვა­მარ­თლებ. არა, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვა­მარ­თლებ, კი­თხვებს ვსვამ და ვკი­თხუ­ლობ.

მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­ხოტ­ბეა, შე­მომ­წირ­ვე­ლი. ამ ქალ­მა რა­ტომ არ და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში? მის­თვის ხომ არის სან­დო პატ­რუ­ლი. ამის ნაც­ვლად მთვრალ ბი­ჭებს და­უ­რე­კა. არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა მომ­ხდარს არ აქვს, შენი შვი­ლის ყოლა ბი­ჭებს რა­ტომ უნდა და­ურ­ე­კო? პრო­ვო­კა­ცია მგო­ნია ეს ყვე­ლა­ფე­რი. გაშ­ტე­რე­ბუ­ლე­ბი ვსხედ­ვართ მთე­ლი ოჯა­ხი. 

მე პი­რა­დად ჯაკო არ მი­ნა­ხავს, მარ­თლა შოკი მი­ვი­ღე ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან, მერე კად­რე­ბი რომ ვნა­ხე გა­ვოგნ­დი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. არ ვიცი რა ვთქვა.  არ ვიცი თვი­თონ რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა. კი­დევ კარ­გი იმ ბი­ჭებს, რამე არ და­ე­მარ­თათ, სა­ერ­თოდ და­ვი­ღუ­პე­ბო­დით" - განუცხადა "ამბებს" თაკო ჩარ­კვი­ა­ნმა.

2 ნო­ემ­ბერს, გვი­ან ღა­მით, სუ­პერ­მარ­კეტ "სპარ­ში" ორ თა­ნამ­შრო­მელს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ცნო­ბით, მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და­უ­კავ­შირ­და ჯაკო ჯან­სუღ ჩარ­კვი­ანს, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად მი­ვი­და, რა დრო­საც მათ, სუ­პერ­მარ­კე­ტის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­იყ­ვა­ნეს გარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ჯგუ­ფუ­რად ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×