რეზონანსი
05.11.2025

როდესაც ევროკავშირი კარს გაუხსნის ახალ სახელმწიფოებს, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე კარგად მომზადებული წევრობისთვის; იმ პროგრესის გათვალისწინებით, რაც ბოლო წლებში აქვს საქართველოს, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ პოზიტიურად, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, დღესაც კი, საქართველო ყველაზე კარგად მომზადებული სახელმწიფოა კანდიდატ ქვეყნებს შორის.

„იმედს გამოვთქვამ, რომ 2030 წელს ევროკავშირი იქნება იმ მდგომარეობაში, რომ გაფართოების პოლიტიკას რეალური სახე მისცეს და გახსნას კარი ახალი სახელმწიფოებისთვის, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში. საქართველოს ხელისუფლება არაფერს არ იტყუება. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, იმას, რომ საქართველო იქნება ყველაზე კარგად მომზადებული კანდიდატ ქვეყნებს შორის იმ დროისთვის, როდესაც ევროკავშირი კარს გაუხსნის ახალ სახელმწიფოებს წევრობისთვის. დღესაც კი, საქართველო ყველაზე კარგად მომზადებული სახელმწიფოა. იმ პროგრესის გათვალისწინებით, რაც ბოლო წლებში აქვს საქართველოს, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ პოზიტიურად, ვიფიქროთ ისე, რომ მომავალ 5 წელიწადში საქართველო იქნება კიდევ უფრო წინ, კიდევ უფრო უკეთ მომზადებული, კიდევ უფრო მეტად თანხვედრაში ევროკავშირის სტანდარტებთან და უფრო მეტად შეძლებს განვითარებულ ქვეყნებთან ერთად, იმ კონკურენტულ გარემოში, რაც ევროკავშირშია, დადგეს ევროკავშირის ქუდის ქვეშ”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×