რეზონანსი
06.11.2025

ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინური ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჩინეთში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და განვიხილეთ, მათ შორის, თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, მნიშვნელოვანი თემა, რასთან დაკავშირებითაც გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, თანამშრომლობა. მივიღეთ ზოგადი დაპირება ჩვენი ჩინელი პარტნიორების მხრიდან, რომ იქნება სრული მხარდაჭერა, სრული ხელშეწყობა ამ მიმართულებით. ინტერესი არის ძალიან დიდი, რომ გაღრმავდეს ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა. ამას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული სტრატეგიული ინტერესების რეალიზებისათვის, რაზეც ძალიან ღიად ვსაუბრობდით ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან. მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს პარტნიორობა და მეგობრობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. ამაზე გვქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრთან, ასევე შანხაის მერთან. ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინური ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×