რეზონანსი
06.11.2025

მამუკა ხაზარაძე ანტიკორუფციულმა ბიურომ დააჯარიმა.  მოკვლევა დღეს დასრულდა და ხაზარაძემ დეკლარაციის შესწავლის პროცესში, დარღვევა აღიარა.

ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ "ლელოს" ლიდერმა საქართველოში გერმანიის ელჩზე სახლის გაქირავებით მიღებული შემოსავალი დამალა.

გავრცელებული ინფორმაციით ანტიკორუფციულმა ბიურომ ცოტა ხნის წინ დაუდასტურა. უწყება აცხადებს, რომ ხაზარაძის დეკლარაციაში არაერთი დარღვევაა. ხაზარაძემ დამატებითი დრო ითხოვა, თუმცა მიუხედავად ამისა, მან ბიუროს საჭირო დოკუმენტაცია არ მიაწოდა.

ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ შეცდომა აღიარა და ამის პოლიტიკურ შეფასებაში არ შევა.

"ეს ადამიანი გამოვიდა, თავად თქვა, რომ ჰქონდა დარღვევა და თქვა, რომ შეეშალა და მოასწრო გადახდა. ამის მეტი ამ პოლიტიკურ შეფასებაში მე არ შევალ", - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, ვიკა ფილფანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×