რეზონანსი
06.11.2025

თაღლითებისთვის კანონი რომ არ არსებობს და მათთვის კანონის უზენაესობა მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი სიტყვებია არახალია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მამუკა ხაზარაძის დაჯარიმების ფაქტზე საუბრისას.

მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ დიპლომატი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისგან სახლს ქირაობს, ნებისმიერ ქვეყანაში სკანდალის საფუძველი გახდებოდა.

„წარმოუდგენელია, რომ ნებისმიერი დიპლომატი რომელიმე კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის ან ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ ქირაობდეს სახლს - ასეთი რამ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იქნებოდა დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, მაგრამ ესეც არაა გასაკვირი, იქიდან გამომდინარე, რომ ფიშერი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ ჩვეულებრივ წარმომადგენლად და მის „გამპრავებლად“ გადაიქცა“, - განაცხადა გორდულაძემ.

გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავებით მიღებული შემოსავლის დამალვის გამო ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა. დარღვევა დეკლარაციების შესწავლისას გამოვლინდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×