რეზონანსი
06.11.2025

ატყდა ამბავი, ჩატოვეს ციხეში ოპოზიციაო... ისეთი დეგენერატები არიან, იმდენად არ აქვთ მოსმენილის და წაკითხულის გააზრების უნარი, რომ ვერ ხვდებიან, სასამართლომდე ყველა თავისუფლებაზე იქნება - სააკაშვილის გარდა, რომელიც დამსახურებულ სასჯელს იხდის - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გენერალური პროკურორის მიერ ჩამოთვლილი დანაშაულები რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა მთელი ქვეყნის თვალწინ ჩაიდინეს, მაინც კარგია არასაპატიმრო აღკვეთის ქვეშ ამ საქმეების განხილვა.

„ატყდა ამბავი, ჩატოვეს ციხეში ოპოზიციაო... ისეთი დეგენერატები არიან, იმდენად არ აქვთ მოსმენილის და წაკითხულის გააზრების უნარი, რომ ვერ ხვდებიან, სასამართლომდე ყველა თავისუფლებაზე იქნება - სააკაშვილის გარდა, რომელიც დამსახურებულ სასჯელს იხდის.

მეორე მხრივ, მივესალმები პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას - პროცესები რადიკალი პოლიტიკოსების დაპატიმრების გარეშე წარიმართოს. მიუხედავად იმისა, რომ გენერალური პროკურორის მიერ ჩამოთვლილი დანაშაულები რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა მთელი ქვეყნის თვალწინ ჩაიდინეს, მაინც კარგია არასაპატიმრო აღკვეთის ქვეშ ამ საქმეების განხილვა!“ - წერს მეგრელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×