რეზონანსი
06.11.2025

ალბათ ერთხელ თაღლითი, მუდმივად თაღლითი იქნება, მასშტაბს ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტიდან და იმ საქმიდან გამომდინარე, სადაც ბრალდებულია თაღლითობაში, გრძელი გზა გაიარა არასწორი ნაბიჯებით.

„ყველაზე ელემენტარული რაც შეიძლება მოეტყუებინა ეს არის დეკლარაცია, რომელსაც საჯარო პირები ვაბარებთ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ანტიკორუფციული ბიურო დეტალურად განმარტავს, რის საფუძველზე დააჯარიმა მამუკა ხაზარაძე. საქმე ეხება ქონებრივ დეკლარაციას, სადაც არ არის ასახული სრულყოფილი მონაცემები, მათ შორის ხაზარაძის მეუღლესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის გაფორმებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×