რეზონანსი
06.11.2025

ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია. წლების განმავლობაში, პარტიებად და პოლიტიკოსებად იწოდებოდნენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებოდნენ უცხოურ ძალებს, -  წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილი მიესალმება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო, პროკურატურის მიერ რვა ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას და აღნიშნავს, რომ ეს ქსელი ბევრად უფრო ფართოა, შესაბამისად, აუცილებელია, ყველა რგოლმა აგოს პასუხი.

"ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია. წლების განმავლობაში, პარტიებად და პოლიტიკოსებად იწოდებოდნენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებოდნენ უცხოურ ძალებს. 

მისასალმებელია, რომ პროკურატურამ 8 მათგანის მიმართ საქმე აღძრა, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ქსელი ბევრად უფრო ფართოა და ამას მოწმობს თავად პროკურატურის განცხადებაში აღწერილი მოვლენების მასშტაბურობა. აუცილებელია ყველა რგოლმა აგოს პასუხი, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში მონაწილეობდა, მათ შორის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე ფონდებმა, რომლებიც “ქველმოქმედების” სახელით ძალადობას და რადიკალიზაციას აფინანსებდნენ - ჟორჟოლიანი, ღლონტი და სხვები საჯაროდ აღიარებდნენ, რომ პოლიციელებზე მოძალადეებს, მოლოტოვების მსროლელებს, ყველა კანონდამრღვევს ფინანსურად ეხმარებოდნენ, ასევე მათი ფინანსებით უზრულველყოფდნენ აქციებს საჭირო საშუალებებით. 

იმედია, ამ მიმართულებითაც მუშაობს პროკურატურა, რადგან თუ გვსურს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდეს აგენტურული ქსელისგან, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობა ისჯება!" - წერს ვატო შაქარიშვილი. 

პროკურატურამ, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×