რეზონანსი
06.11.2025

გერმანიის ელჩის დაბრუნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად მოხდა და ამის თაობაზე საგარეო საქმეთა უწყება წინასწარ ინფორმირებული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიზანი არ არის გერმანიასთან ურთიერთობის დაძაბვა.

„ნებისმიერ ელჩთან ურთიერთობაში ჩვენი მიზანი რა არის? ელჩი ხიდი იყოს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის. თუ ის ამ კონსულტაციების შემდეგ ამ პოლიტიკის და პრაქტიკის გატარების მიზნით ჩამოდის, ჩვენთვის სახელს და გვარს არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს შინაარსს. ყველა ქვეყანას უნდა, რომ ელჩი თავის ფუნქციებს ასრულებდეს და არა ოპოზიციურ საქმიანობას ახალისებდეს. ყველა ქვეყანას უნდა, რომ თავისი პრესტიჟიც შეინარჩუნოს. მზად ვართ, ჩვენს მეგობარ ქვეყანას ხელი გავუწოდოთ. ჩვენი მიზანი არ არის გერმანიასთან ურთიერთობის დაძაბვა და გაფუჭება. გვაწუხებს და მომავალშიც შეგვაწუხებს, თუ ელჩი უარყოფითი პრაქტიკის დამნერგავი იქნება. დადებით პრაქტიკას თუ დანერგავს, რა გვარის კაციც უნდა იყოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×