
ძალიან დარცხვენილები იყვნენ პროკურორები, რომლებიც მესტუმრნენ „ზვიგენის სელფის“ საქმეზე ბრალის წარსადგენად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მე, ჩემი მხრივ, ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ“, – წერს სააკაშვილი.
საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ – გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.