რეზონანსი
06.11.2025

 ითხოვენ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას. ეს არის სისტემის ხელში ჩაგდების მცდელობა და ასეთ აბსურდულ მოთხოვნებს მომავალში სერიოზულად აღარ შევხედავთ. ჩვენ ხალხის მანდატი გვაქვს და თავად გადავწყვეტთ, ვინ იქნება გენერალური პროკურორი, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცავ ორგანოებზე, განსაკუთრებით კი პროკურატურაზე თავდასხმებს სისტემური ხასიათი აქვს, ვინაიდან, "დიფ სთეითი" ცდილობს უწყების ხელში ჩაგდებას. გორდულაძის თქმით, თავდასხმები ხორციელდება სასამართლოზეც, რადგან, 2003-2012 წლების მსგავსად პროკურატურის და სასამართლოს "დიფ სთიეთის" მიერ გაკონტროლება, საქართველოს დასაზიანებლად კარგად გამოსაყენებელი საშუალება იქნება.

"სისტემურია თავდასხმები სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით - პროკურატურაზე, ამავდროულად, ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოზე - სასამართლოზე. გამომდინარე იქიდან, რომ თუ "დიფ სთიეთი" ჩაიგდებს ხელში პროკურატურას და მისი აგენტების მიერ მოხდება როგორც გენპროკურორის არჩევა, ასევე, "დიფ სთიეთის" აგენტები განახორციელებენ ზეწოლას სასამართლოზე, რაც დამახასიათებელი იყო 2003-2012 წლებში, მაშინ, ეს იქნება კარგად გამოსაყენებელი საშუალება ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×