რეზონანსი
06.11.2025

 თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჰელსინკიში, თავის ფინელ კოლეგას, ელინა ვალტონენს შეხვდა.

ვალტონენმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ფიდანისთვის საჩუქრად გადაცემულ წიგნთან „რუსული იდეა" დაკავშირებით.

ვალტონენმა აღნიშნა, რომ მან მინისტრ ფიდანს ფინეთის ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტის, მაუნო კოივისტოს წიგნი სახელწოდებით „რუსული იდეა" შემდეგი მიზეზით აჩუქა:

„წიგნში არის ნაწილი, სადაც წერია: „ერთადერთი ძალა, რომელსაც რუსეთის იმპერია პატივს სცემდა, ოსმალეთის იმპერია იყო".

მინისტრმა ფიდანმა, რომელიც იმ მომენტში საკმაოდ ამაყი ჩანდა, მადლობის გადახდის შემდეგ კოლეგას ხელი ჩამოართვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×