
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, დემოკრატი კონგრესმენის, ნენსი პელოსის პენსიაზე გასვლა ამერიკისთვის „შესანიშნავი მოვლენაა".
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პელოსი ბოროტი და კორუმპირებული იყო და ის „გადაჭარბებულად შეფასებული პოლიტიკოსია".
„ნენსი პელოსის პენსიაზე გასვლა ამერიკისთვის დიდი მოვლენაა. ის ბოროტი, კორუმპირებული იყო და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის ცუდ რამეებზე იყო ორიენტირებული. ის სწრაფად კარგავდა კონტროლს თავის პარტიაზე. ძალიან ვამაყობ, რომ მან ორჯერ გამომიცხადა იმპიჩმენტი და ორივეჯერ სავალალოდ დამარცხდა. ნენსი პელოსი ძალიან გადაჭარბებულად შეფასებული პოლიტიკოსია", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
პენსიაზე გასვლის შესახებ ნენსი პელოსიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა. მისი თქმით, კონგრესში ვადის ამოწურვის შემდეგ ხელახლა კენჭისყრას არ აპირებს. ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი 2019-2022 წლებში იყო. ის იყო პირველი ქალი, ვინც ეს პოსტი დაიკავა.