რეზონანსი
07.11.2025

პო­ლი­ცი­ამ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­მო ქარ­თლში ორ პირს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ერთ-ერთი კი­ბე­ზე და­გორ­და და მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ო­რემ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მისი ცხე­და­რი ეზო­ში და­მარ­ხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული  ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ჯ.ა. დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ჯ.ა.-ს და დ.დ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად დ.დ.-მ დაკარგა წონასწორობა, დაგორდა კიბეებზე, დაეცა ბეტონის ფილაზე. მიღებული დაზიანების შედეგად დ.დ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.

ქვემო ქართლის პოლიციამ, დ.დ.-ს ცხედარი ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოაჩინა.

სამართალდამცველებმა ჯ.ა. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×