
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მანჩო გიორგობიანი პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითოვს - შესაბამის განცხადება ერთ-ერთ სუპერმარკეთთან მომხდარი ჯგუფური ორგანიზების და მასში მონაწილეობსი ბრალდებით დაკავებულმა ქალმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.
განსასჯელის სკამზე მჯდომმა გიორგობიანმა სასამართლო დარბაზში თქვა, „არანაირი ფსიქოტროპული აშლილობა არ აქვს“.
„რაც შვილი გარდამეცვალა წმინდანების ხედვა დავიწყე. მე თვითონ მივედი კლინიკაში ოთხჯერ და დავწექი. მერე მივედი მამაოებთან და მითხრეს, რომ მადლი გადმოვიდა ჩემზე. არანაირი ფსიქოტროპული და ბიპოლარული აშლილობა მე არ მაქვს. თუ რამე აშლილობა მაქვს, მხოლოდ მაშინ, როცა ვარ ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ათი წელია, ნარკოტიკების მომხმარებელი ვარ. ჩემი შვილი რომ გარდაიცვალა, მაშინ მიკეთებდნენ ფსიქოტროპულებს დამაგდო ამან და მერე მომათავსეს ფსიქიატრიულში. ვერანაირი ნარკოტიკი ვერ მერევა, მოცურავე ვარ, ცხენოსანი ვარ... საპროცესოს თუ მომცემთ, 24-ში დაბადების დღე მაქვს და ყველას გეპატიჟებით, მაგარი დაბადების დღე მექნება“, - განაცხადა გიორგობიანმა.