რეზონანსი
07.11.2025

სინამდვილეში, ეს კიდევ ერთი აღიარებაა ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან, თუ ვინ იყო რეალურად ურთიერთობების გაყინვის წყარო, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკავშირის ელჩის წერილთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თარიღებით მანიპულირება არავის გამოუვა და არც ის, რომ ვინმემ პროცესის გაყინვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დააბრალოს.

„თუკი ვინმეს უნდა, რომ თითი გაიშვიროს საქართველოს ხელისუფლებისკენ და რამე დააბრალოს, რა თქმა უნდა საბჭოს გადაწყვეტილება არის ალბათ საუკეთესო პასუხი მათ ბრალდებებზე. მას შემდგომ მათ გაყინეს ასევე, ფორმატები საქართველოს ხელისუფლებასთან, რაც იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ განგვეხილა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი აქტუალური საკითხები. თუკი ვინმეს თარიღებით თამაში უნდა, კი ბატონო - შეგვიძლია ჩავხედოთ, როდის იყო ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება. ეს იყო 5 თვით ადრე, ვიდრე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება. თუმცა თავად იმაზე მითითება, რომ პრემიერ-მინისტრმა რამე გაყინა, ეს აბსოლუტური აბსურდია და არ შეესაბამება სინამდვილეს. იმიტომ, რომ ეს იყო განცხადება, რომ საქართველო არ იქნება შანტაჟის მონაწილე ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომლის ადრესატიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა, თავდაყირა აყენებს მთელ იმ ისტერიულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლითაც ევროკავშირი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საქართველომ თავად თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე. ევროკავშირის ელჩი ხაზგასმით, კონკრეტული ვადის მითითებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროსაბჭოს დასკვნების თანახმად.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×