რეზონანსი
07.11.2025

მონადირის საქმიანობა შესაძლოა, სერტიფიცირებას დაექვემდებაროს, - ამის შესახებ ირკვევა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრიდან, სადაც ნადირობის შესახებ ახალი კანონპროექტი განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს მონადირის სერტიფიცირების, ადგილობრივი სახეობების აღწარმოების, სანადირო მეურნეობების დაპროექტების, ინდივიდუალური ლიცენზიით ადგილობრივ სახეობებზე ნადირობის დაშვების და საეგერო (სახეობათა პოპულაციის დამცველი) სამსახურის შექმნის საკითხებს.

შეხვედრაზე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა რევაზ ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემაა მთელი რიგი პოპულაციების განადგურება. მისი თქმით, დაცული ტერიტორიების სტატუსს მიღმა არსებული ტერიტორიები სრულად დაუცველია ბრაკონიერებისგან.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, აქტიურად შევისწავლეთ მსოფლიო პრაქტიკა. შევიმუშავეთ ახალი კანონპროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს სახეობათა პოპულაციების დაცვა-აღდგენას და, მეორე მხრივ, ქვეყანაში განავითარებს ნადირობის კულტურას“, - განაცხადა რევაზ ბეჟაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×