რეზონანსი
08.11.2025

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებით, რუსეთმა ქალაქი დნიპრო დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაშავდა.

„დნიპროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ღამით რუსეთმა ქალაქს დაარტყა და საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ნათესავებსა და ახლობლებს“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

უკრაინის ლიდერის განცხადებით, რუსეთმა გვიან ღამით აგრეთვე დაბომბა ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქები. ერთი ადამიანი დაიღუპა ხარკოვის ოლქში. ღამით რუსეთის სამიზნეს ოდესის ოლქიც წარმოადგენდა.

ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს რუსეთს უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს, რათა მან ომის გაგრძელება ვერ შეძლოს. უკრაინის ლიდერი იმედოვნებს, რომ ევროპა გაყინული რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×