რეზონანსი
08.11.2025

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის ფინანსთა მინისტრმა, კრისტუპას ვაიტიეკუნასმა და ევროკომისარმა ფინანსური მომსახურებისა და დანაზოგებისა და ინვესტიციების კავშირის საკითხებში მარია ლუის ალბუკერკემ.

ლიეტუვის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს ზეწოლა არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ ბელარუსზეც, „რეგულარული ჰიბრიდული თავდასხმების“ გათვალისწინებით.

„მოხარულები ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოს, სანქციების უახლესი, მე-19 პაკეტი შეთანხმდა ევროკავშირის დონეზე, მაგრამ შემდგომი ზეწოლა უნდა გაიზარდოს, კერძოდ, რუსეთის ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებზე. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიწყოთ სერიოზული დისკუსიები სანქციების შემდეგ პაკეტზე“, - განაცხადა კრისტუპას ვაიტიეკუნასმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა სანქციების მე-19 პაკეტი 23 ოქტომბერს დაამტკიცა. ის ითვალისწინებს თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას 2027 წლიდან, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 117 გემზე შეზღუდვების დაწესებას და რუსი დიპლომატების ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების შეზღუდვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×