რეზონანსი
08.11.2025

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის საპარლამენტო დელეგაცია, ალექსანდრე ტაბატაძის ხელმძღვანელობით, თურქული შეიარაღებული ძალების გაძლიერების ფონდის საავიაციო ელექტრონიკის ინდუსტრიისა და ვაჭრობის გენერალურ სამმართველოს HAVELSAN-ს ეწვია და კომპანიის ვიცე -პრეზიდენტ სავაშ იანიკთან და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მიმართულების მენეჯერ ემრე ოზბეისთან შეხვედრა გამართა.

„საპარლამენტო დელეგაციამ თურქეთის ერთ-ერთი თავდაცვისა და მოწინავე ტექნოლოგიების კომპანია დავათვალიერეთ. ვიზიტის დროს საინტერესო პრეზენტაცია მოვისმინეთ HAVELSAN-ის უახლესი მუშაობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვის პროგრამული უზრუნველყოფა, კიბერუსაფრთხოება, სიმულაციური ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი.

ჩვენ მივიღეთ საინტერესო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტილებებს გააძლიეროს ეროვნული უსაფრთხოება, მოდერნიზაცია გაუკეთოს საჯარო სერვისებს და გააუმჯობესოს თავდაცვის სისტემებს შორის თავსებადობა.

კომპანიაში ვიზიტის დროს ასევე, განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ასეთი ვიზიტები არა მხოლოდ აღრმავებს ჩვენს ცნობიერებას ჩვენი პარტნიორების ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ, არამედ კარს გვიხსნის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიზიტის ორგანიზებისთვის თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალექსანდრე კალანდიას მადლობა გადაუხადა.

საპარლამენტო დელეგაციაში კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები - გია ბენაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე და კომიტეტის წევრი იოსებ ჯორბენაძე შედიან.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×