რეზონანსი
08.11.2025

ყვარელში, ილია ჭავჭავაძის დაბადების 188-ე წლისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„შემთხვევითი არ არის, რომ ერეკლეობა და ილიაობა მიმდევრობით აღინიშნება.

ერეკლე ჩვენი ბოლო დიდი მონარქი იყო და ილიას წილად ხვდა, მისი საქმის გაგრძელება - რომ ქართული სახელმწიფო, ერთიანი ქართველი ერი და სახელმწიფოს იდეა განევითარებინა და დაემკვიდრებინა თითოეული ქართველის გულსა და გონებაში. მან მოგვცა სამი საუნჯე - მამული, ენა და სარწმუნოება, რომელიც ჩვენს მთავარ ეროვნულ სალოცავად და ხატად იქცა. ეს არის ის, რითაც ჩვენ ეროვნულ იდენტობასა და სახელმწიფოებრიობას შევინარჩუნებთ. ჩვენი ქართული სახელმწიფო განუყოფელია ამ სამი საუნჯისგან, როგორც კი ერთს დავკარგავთ, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოსაც და ეროვნულ იდენტობასაც“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას ილიაობა მიულოცეს და სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

მათ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერეს და „ილიას გორაზე“ ილია ჭავჭავაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×