რეზონანსი
08.11.2025

„დღეს ყარაბაღის და აღმოსავლეთ ზანგეზურის აღორძინება მიმდინარეობს“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე განაცხადა.

ალიევის თქმით, გათავისუფლებულ მიწებზე უკვე 60 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს.

ილჰამ ალიევის განცხადებით, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის პროექტების წარმატებით განხორციელებით, აზერბაიჯანი ბევრი ქვეყნისა და უზარმაზარი გეოგრაფიისთვის შეუცვლელი ქვეყანა გახდა.

როგორც ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანმა ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა და დღეს ქვეყანა ეკონომიკურად არცერთ ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული.

„ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა და ამ ფაქტორებმა, სხვა ფაქტორებთან ერთად, დიდებულ გამარჯვებასთან დაგვაახლოვა“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×