რეზონანსი
08.11.2025

ყველაზე მეტად უსამართლო იყო ის ბრალდებები, რაც მოვისმინეთ, იგივე ბრალდებები, თუმცა, მაინც, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს არის ერთგვარი აღიარება ალბათ, რომ ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, სხვა დედაქალაქში შესაძლებელია, დაშვებულია, ვინმე თუ შეეცდება სახელმწიფო ინსტიტუტის ძალით აღებას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე გალაშქრებას, მათ მთელი ცხოვრება ციხეში უნდა გაატარონ და მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას.

„სამაგიეროდ, იგივე თუ გააკეთა ვინმემ საქართველოში, ხელისუფლებას თურმე, არ აქვს უფლება, ამაზე რეაგირება ჰქონდეს. ეს არის პირდაპირ, ფაქტობრივად აღიარება იმის, რომ საქართველოს არ აქვს იმის უფლება, რომ კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ფუნქციონირება ჰქონდეს და მაინცდამაინც ტანკს თვალდახუჭული უნდა შეუვარდე, თუ ამას გეტყვის რომელიმე დედაქალაქი. მოკლედ, რასაც გეტყვიან ის უნდა გააკეთო. ეს არის ყველაზე იმედგამაცრუებელი ამ ანგარში“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მისივე განცხადებით, თუ „თავს დაუხრი ბრიუსელს და მის ჭკუაზე ივლი, მაშინ ყველაფერი შენთვის მოსულა და ყველა მიმართულებით პროგრესი გაქვს, მაგრამ თუ გადაწყვეტ რომ შენი ეროვნული ინტერესებით იმოქმედო, მაშინ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ“.

„არ მიყვარს ხოლმე სხვა ქვეყნების კრიტიკა ამ შემთხვევაში, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - თუ ეს ვითომ პროგრესი, როგორც ახასიათებენ მოლდოვას და უკრაინას [რეალურია], მაშინ მოდით, მოვუწოდოთ ბრიუსელის ბიუროკრატებს, შევთავაზოთ სად იცხოვრებდნენ - საქართველოში იცხოვრებდნენ დღეს თუ იმ პროგრესულ მოლდოვასა და უკრაინაში. სად გადაწყვეტენ თავიანთ ოჯახებთან ერთად ჩასვლას, ცხოვრებას, ტურისტული მიზნებით თუ სხვა მიზნებით. ესეც კი, ძალიან მარტივი მაგალითი მოწმობს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე.

თუ თავს დაუხრი ბრიუსელს და მის ჭკუაზე ივლი, მაშინ შენთვის ყველაფერი „მოსულა“ და ყველა მიმართულებით პროგრესი გაქვს, მაგრამ თუ გადაწყვეტ, რომ შენი ეროვნული ინტერესებით იმოქმედო, მაშინ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ.

კიდევ ერთხელ, ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი, ყველა კანდიდატი უნიკალური ქვეყანაა, ყველას თავისი პრობლემები, დადებითი თუ უარყოფითი მხარეები აქვს, მაგრამ დღეს საქართველოსთან შედარებით იმის თქმა, რომ მოლდოვასა და უკრაინაში სახელმწიფო ინსტიტუტები უკეთ არიან მომზადებული, უკეთ ფუნქციონირებენ, დემოკრატია უკეთესია, პოლიტიკური პროცესი უკეთესია, უფრო პროგრესულია, უფრო ევროპულია, მინიმუმ დაცინვაა მთლიანად ამ პროცესის და რეალურად აჩვენებს ბრიუსელის სახეს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×