რეზონანსი
09.11.2025

ვაშინგტონმა ბუდაპეშტი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისგან განუსაზღვრელი ვადით გაათავისუფლა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იტყობინება.

პიტერ სიიარტოს თქმით, ეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეთანხმების თანახმად მოხდა.

„პრემიერ-მინისტრმა ცალსახად აღნიშნა, ის აშშ-ის პრეზიდენტს სანქციებისგან განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლებაზე შეუთანხმდა“, – განაცხადა სიიარტომ.

სიიარტოს განცხადებას არ ადასტურებენ თეთრ სახლში. ამერიკის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა „როიტერისთვის“ გაგზავნილ წერილში კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ უნგრეთისთვის დაშვებული გამონაკლისი მხოლოდ ერთი წლის ვადით შემოიფარგლება.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით უნგრეთმა აიღო ვალდებულება, ვაშინგტონისგან დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×