რეზონანსი
10.11.2025

პროკურატურამ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლება და მისი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ გადაყვანა მოითხოვა.

შესაბამისი განცხადება პროკურატურის წარმომადგენელმა პარიზის სააპელაციო სასამართლოში გამართულ მოსმენაზე გააკეთა. ციხიდან გათავისუფლების პირობად პროკურატურამ დაასახელა სარკოზისთვის საქმეში ბრალდებულებთან და მოწმეებთან კონტაქტის აკრძალვა დაასახელა.

სარკოზის ციხიდან გაშვებას და სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ გადაყვანას დაცვის მხარეც ითხოვს.

სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო საათებში გახდება ცნობილი.

სარკოზი პარიზის ლა-სანტეს ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოსახდელად 21 ოქტომბერს შეასახლეს. პატიმრობა მას საარჩევნო კამპანიის მუამარ კადაფის მთავრობის მიერ უკანონო დაფინანსების საქმეზე. სარკოზი საფრანგეთის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც რეალური პატიმრობა შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×