რეზონანსი
10.11.2025

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფთან ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ ეს დელეგაცია მათთან შეხვედრაზე მოისმენს იმას, რაც „ქართულ ოცნებას" საჯაროდ აქვს გაცხადებული და ეს არის სიმართლე.

„ე.წ. არასამთავრობოების დუმილი არის ბევრ ხმამაღლა განცხადებაზე მეტი განცხადება. ამ დუმილზეც გვექნება კითხვა, ამ დუმილზეც გვექნება პოზიცია. ჩვენ მოვუსმენთ მათ და გავაცნობთ ჩვენს პოზიციას და ჩვენი პოზიცია საჯაროდ არის ცნობილი. ჩვენი ყველაზე მთავარი მესიჯი არის ერთი - ვილაპარაკოთ სიმართლე და საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყველაფერზე და ხვალ, ეს დელეგაცია ვერ მოისმენს ვერაფერს, რაც ჩვენ საჯაროდ არ გვაქვს გაცხადებული", - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის წევრები საქართველოში იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×