რეზონანსი
11.11.2025

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა, რომელზეც ისინი აქამდეც მუშაობდნენ, თუმცა ახლა უკვე ერთადერთი ყველაზე აქტიური სამიზნე ეს პუნქტია, მათი მხრიდან არის პირდაპირ ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენების მცდელობა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, „პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს.

იგი იმედოვნებს, რომ ევროინსტიტუციები ამ გადაწყვეტილებას არ დათანხმდებიან.

„ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა, რომელზეც ისინი აქამდეც მუშაობდნენ, თუმცა ახლა უკვე ერთადერთი ყველაზე აქტიური სამიზნე ეს პუნქტია, მათი მხრიდან არის პირდაპირ ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენების მცდელობა.

ვიმედოვნებთ, რომ ევროინსტიტუციები, რომლებმაც რაციონალურად და რაც მთავარია, სამართლიანად უნდა იმსჯელონ ამ საკითხზე, ამ უგუნურ და თავზეხელაღებულ გადაწყვეტილებას არ დათანხმდებიან“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×