რეზონანსი
11.11.2025

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის, გივი წულეისკირის ადვოკატი, ნონა ფილაური აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა იღებს პასუხისმგებლობას დაზარალებულების წინაშე. მისივე თქმით, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ წულეისკირი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდეს.

„პასუხისმგებლობას არ გაურბის, რომ დაზარალებულები უნდა დააკმაყოფილოს მან და მეორე პიროვნებამ - გიორგი მურუსიძემ. ცდილობდა, რომ მოეზიდა თანხები, ემზადებოდა ამისთვის, რომ ეს თანხები ნელ-ნელა გადაეხადა დაზარალებულებისთვის. მოგეხსენებათ 600-მდე დაზარალებულია. დანაშაულს არ აღიარებს, მაგრამ პასუხისმგებლობას დაზარალებულების წინაშე, რომ უნდა გადაიხადოს ეს თანხები [იღებს]“, - აცხადებს ადვოკატი.

„სფერო ჰოლდინგის“ მიერ დაზარალებული აკაკი ლუკავა ხელისუფლებას „საქმეში დიდ ჩართულობას“ სთხოვს:

„დაახლოებით,570 ოჯახია დაზარალებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა მთავრობას გადავუხადო და ვთხოვ თითოეული დაზარალებულის სახელით, ამ საქმეში დიდ ჩართულობას“.

კიდევ ერთი დაზარალებული ანა გიორგობიანი ამბობს, რომ კომპანიამ ძალიან ბევრი ადამიანი დააზარალა. ის პროკურატურას რეაგირებისთვის მადლობას უხდის.

„ჩადებული მქონდა თანხა. მიხდიდნენ პროცენტს, რომელსაც აღარ იხდიან უკვე რამდენიმე თვეა. შეპირებულები იყვნენ, რომ 30 სექტემბერს დააბრუნებდნენ თანხას, რაც არ მომხდარა. ლარიც არ ჩაურიცხავთ არავისთვის, ხალხი ქუჩაში დარჩა. ძალიან ბევრი დაზარალებულია. ძალიან დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ პროკურატურას იმისთვის, რომ მოხდა რეაგირება, აიყვანეს წულეისკირი“, - ამბობს გიორგობიანი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×