
ერთი რაღაც უნდა გაითვალისწინონ და საკუთარ თავში დაძლიონ, ევროპა არის დიალოგი და არა ის, რომ რაღაც უნდოდა, მისებურად გაკეთებულიყო, მაგრამ ვინაიდან, ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა, ამიტომ გაბუტული იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ის, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ არის მიწვეული არის პასუხი იმაზე, რომ ქართველი ხალხის არჩევანს ჯერ ვერ შეეგუვნენ.
„რამე ფორუმზე რომ მიგიწვიონ, ეს იმას ნიშნავს, რომ წინა პერიოდი, რასაც ევროკავშირის გარკვეული წრეები საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდნენ, აღმოჩნდება, რომ ფუჭი და არასწორი იყო. რა თქმა უნდა, ამიტომ საკუთარ თავზე გადაბიჯება უჭირთ. როცა საქართველოში PACE-ს დელეგაცია იყო ჩამოსული, ყველა კითხვაზე ისეთი პასუხი მიიღეს, რის შემდეგაც კითხვა აღარ დაუბრუნებიათ. როდესაც საუბარია საქართველოზე, ერთი რაღაც უნდა გაითვალისწინონ და საკუთარ თავში დაძლიონ – ევროპა არის დიალოგი და არა ის, რომ რაღაც უნდოდა, მისებურად გაკეთებულიყო, მაგრამ ვინაიდან, ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა, ამიტომ გაბუტული იქნება. იმედია, ევროკავშირში იქნება პირველი პოსტულატი, რასაც ხალხის არჩევანი და დიალოგი ჰქვია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.