რეზონანსი
12.11.2025

საქართველოში არავინ ლანძღავს და არავინ ესხმის თავს უცხოელ დიპლომატებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პირიქით, ძალიან დიდ პატივს სცემენ იმ ურთიერთობებს, რა ურთიერთობებიც საქართველოს აქვს წლების განმავლობაში განვითარებული პარტნიორებთან.

„საქართველოში არავინ ლანძღავს და არავინ ესხმის თავს უცხოელ დიპლომატებს. პირიქით, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ იმ ურთიერთობებს, რა ურთიერთობებიც საქართველოს აქვს წლების განმავლობაში განვითარებული ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან.

არაერთხელ ხაზგასმით გვითქვამს, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო, მიუხედავად, პირიქით, იმ თავდასხმებისა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ დემოკრატიაზე, ჩვენ ვრჩებით იმ მეგობრობის რეჟიმში ჩვენს პარტნიორებთან, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×