რეზონანსი
13.11.2025

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ზელენსკისთან საუბარში მოითხოვა, რომ უკრაინელებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცებმა, გერმანიაში წასვლის ნაცვლად „სამხედრო სამსახური საკუთარ ქვეყანაში მოიხადონ“- ამის შესახებ გამოცემა welt-ი წერს. 

მისივე განცხადებით, მან ამის უზრუნველყოფა პრეზიდენტ ზელენსკის მოსთხოვა. 

მერცის თქმით, გერმანია დაიღალა ათიათასობით ახალი ლტოლვილის მიღებით, ხოლო უკრაინას ფრონტზე პერსონალის დეფიციტი აქვს.

„მე ვთხოვე უკრაინის პრეზიდენტს, უზრუნველყოს, რომ უკრაინელი ახალგაზრდები დიდი რაოდენობით არ ჩამოვიდნენ გერმანიაში და სამშობლოში იმსახურონ. ისინი იქ საჭირონი არიან“, - განაცხადა კანცლერმა ბერლინში გამართულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

გარდა ამისა, მერცმა მოუწოდა კიევს, „განახორციელოს დამატებითი რეფორმები განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის სფეროში და გააძლიეროს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ“ ენერგეტიკის სექტორში გახმაურებული სკანდალის შემდეგ, რამაც რამდენიმე მინისტრის გადადგომა გამოიწვია და უკრაინასა და მის ევროპელ სპონსორებს შორის ნდობის საკითხები წამოჭრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×