რეზონანსი
14.11.2025

ეს იყო ბოროტი თავდასხმა, რუსებმა გამოიყენეს დაახლოებით 430 დრონი და 18 რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური და აერობალისტური რაკეტები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წუხელ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით წერს.

მისი ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავებულია ათობით მოქალაქე, მათ შორის ბავშვები და ორსული ქალი.

„ეს იყო მიზანმიმართულად გათვლილი თავდასხმა, რომლის მიზანი ადამიანებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება იყო. მხოლოდ კიევში ათობით საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა“, - წერს ზელენსკი.

მისი განცხადებით, „ისკანდერის“ რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს შენობას მოხვდა.

„აზერბაიჯანის საელჩოს „ისკანდერის“ რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა. თავდასხმის მთავარი სამიზნე კიევი იყო. დარტყმები ასევე განხორციელდა კიევის, ხარკოვისა და ოდესის ოლქებში. წინასწარი მონაცემებით, რუსებმა დღეს დილით სუმის ოლქში „ცირკონის“ ტიპის რაკეტა გამოიყენეს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, მსოფლიომ სანქციებით უნდა შეაჩეროს ეს თავდასხმები.

„უკრაინა ამ დარტყმებს შორი დისტანციის ძალით პასუხობს და მსოფლიომ სანქციებით უნდა შეაჩეროს ეს თავდასხმები სიცოცხლეზე. რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ნავთობის გაყიდვა და თავისი სქემების მშენებლობა. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. პარტნიორებთან ერთად დიდი სამუშაო მიმდინარეობს ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გვჭირდება გაძლიერება დამატებითი სისტემებითა და ჩამჭრელი რაკეტები. ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება. რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით“, - წერს ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×