რეზონანსი
14.11.2025

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, მშვიდობა, რომელიც დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ დიდი პოტენციალი, უნდა დაუკავშირდნენ ერთმანეთს და დაამყარონ კავშირები სხვა რეგიონებთან.

„ამ კონტექსტში, სიახლეს არ წარმოადგენს „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი. ეს პროექტი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. მშვიდობა, რომელიც დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. ჩვენი რეგიონი ნამდვილად შეძლებს გადაიქცეს მშვიდობის გზაჯვარედინად“, - თქვა მირზოიანმა თავის ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

 

 

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×