რეზონანსი
14.11.2025

საქართველოში დაბრუნების შემდეგ გერმანიის ელჩმა ქცევის წესი ისევ არ შეცვალა და ვერც შეცვლიდა, რადგან აბსოლუტურ მორჩილებაშია იმ ნარატივთან, რომელიც ზემოდან, „დიფ სთეითიდან“ არის დაშვებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის საგარეო უწყება ისევ თუ განაცხადებს, რომ ელჩი გერმანიის მთავრობის მითითებების შესაბამისად მოქმედებს, კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ გერმანიის მთავრობაც კი არ არის დამოუკიდებელი თავის მოქმედებებში.

„დიფ სთეითთან“ როდესაც აბსოლუტურ მორჩილებაში ხარ, შენი მოქმედებები არავითარ ლოგიკას აღარ ექვემდებარება, ინსტრუქცია როგორც მოვა, ისე უნდა შეასრულო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გერმანიის ელჩმა ქცევის წესი ისევ არ შეცვალა და ვერც შეცვლიდა, რადგან აბსოლუტურ მორჩილებაშია იმ ნარატივთან, რომელიც ზემოდან, „დიფ სთეითიდან“ არის დაშვებული. ამას ელჩების დონეზე კი არ ექვემდებარებიან, არამედ ევროპელი ლიდერების და რა გვიკვირს, თუ გერმანიის ელჩი ასე პირდაპირ ექვემდებარება? ზოგიერთი ევროპული დიდი სახელმწიფოს ხელმძღვანელის მოქმედებებს არავითარი ლოგიკა არ აქვს. ურსულა ფონ დენ ლაიერის მოქმედებას რაიმე ლოგიკა ჰქონდა, როცა ტრამპს ეკონომიკურ საკითხებზე გაურიგდა? მთელი ევროპა გაოცებული იყო, რადგან ევროპული ინტერესების არცერთი მისხალი არ გაითვალისწინა. ვერც გაითვალისწინებდა, რადგან ამის უფლებასაც არავინ მისცემდა. გერმანიის საგარეო უწყება თუ ისევ იმ განცხადებას გააკეთებს, რომ ეს კაცი გერმანიის მთავრობის მითითებების შესაბამისად მოქმედებს, მაშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ გერმანიის მთავრობაც კი არ არის დამოუკიდებელი თავის მოქმედებებში“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×