
კარგია, რომ ევროპულ საზოგადოებაში სულ უფრო მეტად ხდება გააზრება იმ მავნე ტენდენციების, რაც ახლავს დღეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც დასავლელი ამომრჩევლების თითქმის ნახევარი დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოების ხელისუფლებამდე უფრო აქტუალურად მიაღწევს და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებიც იქნება ცალსახად სარგებლიანი ევროპელი ხალხისთვის“, - აცხადებს მათიკაშვილი.
კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებულმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიის დონით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხეები დაემუქრება.