რეზონანსი
14.11.2025

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, Ipsos-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დასავლეთის ქვეყნების ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიის დონით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხეები დაემუქრება.

მახაშვილის შეფასებით, ამ კვლევიდან ბევრმა დასკვნა უნდა გამოიტანოს და შედეგები აჩვენებს, რომ დღეს ხელისუფლებაში მყოფი ძალები, წარსული შეცდომების და არასწორი ნაბიჯების გამო, არ იმსახურებენ ქვეყნების სათავეში ყოფნას. 

"ბევრისთვის უნდა იყოს მაგალითი და ამ კვლევიდან ბევრმა დასკვნა უნდა გამოიტანოს. უფრო მეტად ეხება იმას, რომ ის ხელისუფლებები, რომლებიც არიან ხელისუფლებაში, არ იმსახურებენ თავიანთი წარსულის, გამოცდილების, არასწორი ნაბიჯების და პოლიტიკური შეცდომების გამო, დღეს არ იმსახურებენ ხელისუფლებაში ყოფნას. ამიტომ, ალბათ, ამ ხელისუფლებებმა უნდა გაიაზრონ კარგად, ეს ნაბიჯები, რაც მათ გადადგეს, ხომ არ იყო ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი და საბოლოო ჯამში, პრობლემებს უქმნიდა თავად მოსახლეობას," - განაცხადა ლევან მახაშვილმა. 

კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შვიდი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის 10 ათასმა ამომრჩეველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×