რეზონანსი
14.11.2025

ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ ევროპულ საზოგადოებას აღარ სჯერა თავისი ხელისუფლებების და აღარ სჯერა, რომ დემოკრატია არის ყველაზე კარგი მმართველობის ფორმა, იმიტომ რომ თვითონ დემოკრატიას ძირი გამოეთხარა  ყალბი ნიუსებით, ორმაგი სტანდარტებით და  დეზინფორმაციით, - ასე ეხმიანება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე,  Ipsos-ის კვლევას, რომლის თანახმადაც დასავლეთის ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიის დონით. 

სამხარაძის განცხადებით, დასავლეთის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გამოყენებული ორმაგი სტანდარტი ევროპული საზოგადოებისთვისაც ხილულია. 

„თითქოს საერთოდ არ ყოფილა შარშან ნოემბერში პარლამენტზე შეტევა, თითქოს არ ყოფილა 150 დაშავებული პოლიციელი, თითქოს არ ესხმოდნენ თავს პოლიტიკოსებს და ა.შ.  ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ეს ყველაფერი არის ორმაგი სტანდარტები და რა თქმა უნდა, ეს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში ჩანს, არამედ უშუალოდ ევროპული საზოგადოებაც ამას ხედავს და ეს არის სწორედ ის შედეგები რასაც კვლევა გვაჩვენებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×