რეზონანსი
14.11.2025

პარ­ლა­მენ­ტის შე­სას­ვლელ­თან რკი­ნის ჯე­ბი­რის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის კი­დევ ერ­თმა მსჯავ­რდე­ბულ­მა ომარ ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილ­მა სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბი­სას მას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი დახ­ვდნენ. მა­ნამ­დე, სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა საქ­მე­ზე კი­დევ ერ­თმა მსჯავ­რდე­ბულ­მა საბა მე­ფა­რიშ­ვილ­მა.

სა­პა­ტიმ­როს­თან გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილ­მა და მე­ფა­რიშ­ვილ­მა პა­ტიმ­რო­ბი­სას შე­ძე­ნი­ლი ნივ­თე­ბი, მა­ცი­ვა­რი და ტე­ლე­ვი­ზო­რი, სა­პა­ტიმ­რო­დან უკან წა­მო­ი­ღეს. ამას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა. ამ თე­მა­ზე ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

„წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ 18 წლის ასაკ­ში მშობ­ლებს რომ ყოფა შე­უმ­სუ­ბუ­ქო, თბი­ლი­სის ზღვას ცუდი ბა­ლა­ხე­ბის­გან წმინ­დავ. ფი­ზი­კუ­რად შრო­მობ. ამა­ში კი ცო­ტას გიხ­დი­ან, მაგ­რამ პუ­რის ფული გაქვს, ან ავად­მყოფ მა­მას უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბის გამო ვერ ეხ­მა­რე­ბი. მი­წურ­ში ცხოვ­რობ, სა­დაც ია­ტა­კი მი­წაა და სახ­ლში სულ ტა­ლა­ხია.გშია. წამ­ლის ფული არ გაქვს.ამ დროს, შენ­ხე­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის ტალ­ღა­ში ეხ­ვე­ვი. უსა­მარ­თლო­ბის გამო ეჯაჯ­გუ­რე­ბით რკი­ნის ღო­ბეს. მეტს არა­ფერს აშა­ვებ. უბ­რა­ლოდ, რკი­ნის ღო­ბეს ეჯაჯ­გუ­რე­ბი, ხალ­ხო! რკი­ნის ღო­ბეს!! 400 ლარს არ სცდე­ბა „ქო­ცე­ბის“ მიერ დათ­ვლი­ლი ზა­რა­ლიც კი და ამ დროს გის­ჯი­ან პა­ტიმ­რო­ბას.

იქ გკე­ტა­ვენ, სა­დაც მკვლე­ლებს, პე­დო­ფი­ლებს, ტე­რო­რის­ტებს. ყვე­ლას, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ქო­ცე­ბის გარ­და. ბო­ლომ­დე იხდი სას­ჯელს. მა­გა­ლი­თად სა­ბას შემ­თხვე­ვა­ში იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ საპ­რო­ცე­სო გა­ა­ფორ­მო, რად­გან გიმ­ტკი­ცე­ბენ, რომ თა­ნა­მებ­რძოლს შენს გამო უწევს პა­ტიმ­რო­ბა. გა­მო­დი­ხარ ცი­ხი­დან და მთე­ლი პრო­პა­გან­და ქურ­დუ­ლით გთხოვს პა­სუხს, რომ ტე­ლე­ვი­ზო­რი და მა­ცი­ვა­რი სხვე­ბის­თვის უნდა და­გე­ტო­ვე­ბი­ნა, ანუ პრობ­ლე­მა ამა­ში და­ი­ნა­ხეს... მა­ნამ­დე ხმა არ ამო­უ­ღი­ათ, თო­რემ არა­ვის­თვის ეგ კად­რი მი­სა­ღე­ბი არ იყო. ყვე­ლამ ვი­ცით რომ ეგ ნივ­თე­ბი შიგ­ნით უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მაგ­რამ რა მა­ცი­ვა­რი, რა ტე­ლე­ვი­ზო­რი ხალ­ხო! რის­თვის ის­ხდნენ ცი­ხე­ში თით­ქმის ორი წელი ამა­ზე ვწე­როთ სტა­ტუ­სე­ბი“, - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×