რეზონანსი
14.11.2025

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და შვეიცარიამ სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, შვეიცარიული პროდუქციის იმპორტის ტარიფები 39%-დან 15%-მდე შემცირდება.

შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, შვეიცარიულმა კომპანიებმა ვალდებულება აიღეს, 2028 წლის ბოლომდე აშშ-ში 200 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელონ.

შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრმა, გი პარმელინმა აღნიშნა, რომ ახალი შეთანხმება ქვეყანას ევროკავშირთან თანაბარ პირობებში აყენებს. პარმელინის თქმით, შეთანხმება დიდი შვებაა შვეიცარიის ეკონომიკისთვის, რადგან 39%-იანმა ტარიფმა უკვე „მნიშვნელოვანი ზიანი“ მიაყენა ქვეყანას.

როგორც შვეიცარიის მთავრობაში განმარტეს, შეთანხმება შეამცირებს შვეიცარიის საიმპორტო გადასახადებს ამერიკულ სამრეწველო პროდუქტებზე, თევზსა და ზღვის პროდუქტებზე, აგრეთვე სოფლის მეურნეობის გარკვეულ პროდუქტებზე.

ამასთან, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ამ შეთანხმებით შვეიცარიულმა და ლიხტენშტაინის კომპანიებმა ვალდებულება აიღეს, სულ მცირე, 200 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელონ აშშ-ში. ინვესტიციები განხორციელდება შემდეგ სექტორებში: ფარმაცია, საავიაციო ინდუსტრია, მშენებლობა, ოქროს წარმოება, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სხვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×