რეზონანსი
15.11.2025

იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევა ხელს არ შეუწყობს რუსეთთან ომის დასრულებას და შეიძლება “კიდევ უფრო გააღვივოს კორუფცია“- წერს Reuters-ი.

ვიცე-პრემიერის თქმით, მას არ სურს იტალიელი დასაქმებულების და პენიონერების ფული კორუფციის გაღვივებისთვის გამოიყენებოდეს.

„ჩემთვის ცხადია, რომ უკრაინის მთავრობასთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალები იჩენს თავს, ამიტომ არ მსურს, რომ იტალიელი მუშებისა და პენსიონერების ფული გამოყენებულ იქნას კორუფციის კიდევ უფრო გაღვივებისთვის.

არ მგონია, რომ მეტი იარაღის გაგზავნა პრობლემას მოაგვარებს. ვფიქრობ, ბოლო საათებში მომხდარი მოვლენები, მათ შორის, რუსული ჯარების წინსვლა, გვეუბნება იმაზე, რომ ომის დასრულება ყველას ინტერესებშია, განსაკუთრებით კი უკრაინის“, - აცხადებს იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×