რეზონანსი
15.11.2025

დეზინფორმაცია, კორუფცია, მთავრობის არასაკმარისი ანგარიშვალდებულება, IPSOS-ის კვლევა აჩვენებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში ამომრჩევლები შეშფოთებულები არიან დემოკრატიის წინ მდგარი საფრთხეებით. წამყვანი მარკეტინგული ორგანიზაციის კვლევა, რომელიც გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. 

„IPSOS-ის კვლევამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ კვლევამდე ვსაუბრობდით, რომ დასავლეთში თავად საზოგადოებაა წინააღმდეგი იმ პოლიტიკის, რასაც მათი მთავრობები ატარებენ ბოლო პერიოდში. მზარდია საზოგადოებაში უკმაყოფილება. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი ხელისუფლებები მათ ინტერესებს ვერ იცავენ - ისინი უყურებენ კორუფციას, ისმენენ დეზინფორმაციას და დემოკრატიის სიმცირის ხარისხი მათთვის თვალშისაცემია. ვფიქრობ, სჯობს, ევროლიბერალებმა საკუთარ საზოგადოებას მოუსმინონ და შემდეგ ასწავლონ ჭკუა სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს და მათ ხალხზე ზეწოლის მოხდენისაგან თავი შეიკავონ“, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, დიმიტრი ხუნდაძე,

ცნობისთვის, ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც ცხრა ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარდა, გაირკვა, რომ ამომრჩეველთა, დაახლოებით, ნახევარი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია და ფიქრობს, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, საფრთხე უფრო გაიზრდება.

ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მთავრობები მათ შეხედულებებს სათანადოდ არ წარმოაჩენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×