რეზონანსი
15.11.2025

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი განთავსდება, - ამის შესახებ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით, პარლამენტის ყოფილ შენობაში სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„კანონი მოითხოვს, ერთი მხრივ, პატენტრწმუნებულთა გამოცდები ჩატარდეს გარკვეული პერიოდულობით და მეორე მხრივ, განგრძობითი განათლება არის ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტი. „საქპატენტი“ აქტიურად მუშაობს, მიმდინარეობს უკვე სარემონტო სამუშაოები, სადაც განთავსდება „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი, სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურით. მოემსახურება როგორც გამოცდებს, ასევე განგრძობით განათლებას. გარდა ამისა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ჩვენ რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ ერთად, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში ჩატარდება საერთაშორისო დონის ტრენინგები და სემინარები. მათ შორის, ნაწილი უკვე სხვადასხვა ფორმატში ტარდება“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×