რეზონანსი
15.11.2025

სწორია, რასაც ეუთო გვეუბნება. შენ თუ გინდა, ცივილიზებული მეგობრების წევრი იყო, მაშინ უნდა დაემორჩილო რიგ პრინციპებს, რასაც ყველა სახელმწიფო ემორჩილება. თუ არ გინდა, შეგიძლია, იყო შენთვის, იზოლაციურ წუმპესა და ჭაობში, არავინ არაფერს არ გეტყვის, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების შესახებ ეუთო/ოდირ-ის დასკვნის შეფასებისას განაცხადა. გეგელიას თქმით, „ნორმალურმა ხელისუფლებამ ყველა რეპრესიული კანონი უნდა გააუქმოს, ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს“.

„ეს არის ნორმალიზებისკენ და საქართველოს დამკვიდრებული ტრადიციული საგარეო კურსის აღდგენისკენ ერთადერთი გზა. სხვა ფიზიკურად არ არსებობს და ვერც იარსებებს. არცერთ სხვა შემთხვევაში არ იქნება არავითარი ნორმალიზება და არავითარი ლეგიტიმაცია. რას იზამს ეს ე.წ. ხელისუფლება, ყველამ ვიცით. რა თქმა უნდა, არაფერს, რადგან მათი დავალება და მიზანია, ეს ქვეყანა მოკვდეს, როგორც თავისუფალი ქართული სახელმწიფო და გაიხაროს კორუფციულმა, ნეპოტისტურმა ჭაობმა, რომელშიც თვითონ გახდებიან მულტიმილიონრები, კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა და ვისაც დარჩენა მოუწევს, სამწუხაროდ, „ქოცების“ მიერ შექმნილ ჭაობში, სიღარიბესა და უპერსპექტივობაში უნდა იცხოვროს.

„ქოცი“ და პოლიტიკური იდიოტიზმი - სინონიმებია. „ქოცს“ საკუთარი არც პრინციპი, არც ღირებულება და არც ჩარჩო არ აქვს. „ქოცი“ უბრალოდ ამორფული ფენომენია, რომელიც ბატონი ბიძინას სურვილებზე აღმა-დაღმა დარბის. რაც შეეხება ეუთო-ს, რასაც ეუთო გვეუბნება, სწორია. შენ თუ გინდა, ცივილიზებული მეგობრების წევრი იყო, მაშინ რიგ პრინციპებს უნდა დაემორჩილო, რასაც ყველა სახელმწიფო ემორჩილება. თუ არ გინდა, შეგიძლია, იყო შენთვის, იზოლაციურ წუმპესა და ჭაობში. არავინ არაფერს არ გეტყვის, შეგიძლია, იცხოვრო სიღარიბესა და სიღატაკეში“, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×