რეზონანსი
15.11.2025

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში განლაგებულ სოფელ ნოვოვასილევსკოედან უკან დაიხიეს. ინფორმაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„საბრძოლო შენაერთების გადაჯგუფების, ბრძოლის ველის კონფიგურაციის ცვლილებისა და აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, ჩვენი ქვედანაყოფები ნოვოვალივესკოეს დასახლებული პუნქტიდან გავიდნენ და უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე განლაგდნენ“, - აღნიშნულია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის არმიის ინფორმაციით, მტრის წინსვლის ბლოკირება და მისთვის კომბინირებული საცეცხლე დარტყმის მიყენება გრძელდება, გააფთრებული ბრძოლები უკრაინული მიწის თითოეული მეტრისთვის მიმდინარეობს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×