
კვლევითმა ორგანიზაცია Numbeo-მ მსოფლიოს 115 ქვეყანაში 2025 წლის პირველი ნახევრისთვის დაბინძურების მაჩვენებელი შეისწავლა და ყველაზე სუფთა და დაბინძურებული ქვეყნები გამოავლინა.
რეიტინგში მოცემული ქვეყნები დალაგებულია შემდეგი კრიტერიუმებით: გარემოს დაცვის ხარისხი და ამის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ჰაერის დაბინძურების ხარისხი, სასმელი წყლის ხარისხი და ხელმისაწვდომობა, წყლის დაბინძურების დონე, ნაგვის გატანისა და დასუფთავებით მოქალაქეთა კმაყოფილების დონე, გამწვანება და პარკების ხელმისაწვდომობა, კომფორტის საერთო დონე სისუფთავის კუთხით და ა.შ.
ამ კრიტერიუმების მიხედვით, 99 ქვეყანას შორის საქართველო დაბინძურების მაჩვენებლით 77 ადგილზე მოხვდა. მონაცემები აჩვენებს, რომ დაბინძურების მხრივ უარესი მაჩვენებელი აქვს აზერბაიჯანს (90-ე ადგილი), უკეთესი კი თურქეთს (27-ე ადგილი), სომხეთსა (61-ე ადგილი) და რუსეთს (57-ე ადგილი).
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი დაბინძურების მაჩვენებელი შესწავლილ ქვეყნებს შორის სირიაშია, ხოლო ყველაზე სუფთა ჰაერი კი ტაივანშია.
უფრო კონკრეტულად, მსოფლიოს 5 ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა ასეთია:
სირია;
ვენესუელა;
ბანგლადეში;
მონტენეგრო;
ერაყი.
რაც შეეხება მსოფლიოში შედარებით ყველაზე სუფთა ქვეყნებს, ხუთეული ასე გამოყურება:
ტაივანი;
სამხრეთ კორეა;
ნიდერლანდები;
იაპონია;
ავსტრია.