რეზონანსი
15.11.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი „ჰერტის სკოლის“ მიერ გიორგი გახარიას დასაქმების საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გახარიას ზრახვები ამოცნობილია, თუმცა იგი „უმუშევრად და შემოსავლის გარეშე არ დატოვეს“.

„გამოიკვეთა პატრონიც, გამოიკვეთა შეკვეთაც და ის სცენარიც, რომელიც გახარიას უნდა განევითარებინა. ახლა უკვე არავითარ ეჭვს არ იწვევს - უნდა ემოქმედა ისე, რომ მომხდარიყო ახალი უბედურება და რუსეთის აგრესია უნდა ყოფილიყო, შესაძლოა, უფრო მცირე მასშტაბით, მაგრამ ზუსტად ისეთივე, როგორც 2008 წლის აგვისტოში მოხდა. ვერ შეძლო, ვერ გაკეთდა, ამოცნობილია მისი ზრახვები, მაგრამ უმუშევრად და შემოსავლის გარეშე არ დატოვეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სალომე ზურაბიშვილის შემდეგ უცხოელმა პარტნიორებმა ორ მძიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული და ქვეყნიდან გაქცეული გიორგი გახარია დაასაქმეს. ეს „ჰერტის სკოლის“ თანამშრომელი გახდა.

საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×