
ეკა სეფაშვილმა საქართველოსა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებზე გადაცემაში „EURO ანატომია“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სიცრუისა და არასამართლიანი დამოკიდებულებისა, საქართველო აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
„მიუხედავად სიცრუისა, არასამართლიანი, მკვეთრად უხეში, მკვეთრად არამეგობრული დამოკიდებულებისა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, რაც გამოიხატება ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში. ამ ყველაფერს იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ გვინდა ვინმეს თავი მოვაწონოთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ევროპულ ყაიდაზე გადაწყობას და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ თვითონ ევროკავშირი არ იქნება მზად ინტეგრაციისათვის.
მათი ხმამაღალი განცხადებები, რომ მოლდოვა და უკრაინა მზად არიან, მათ გავაწევრიანებთ და საქართველოს - არა, ეს ჯერჯერობით არის ცარიელი პოლიტიკური განცხადებები. ევროკავშირში გაწევრიანება ასე მარტივი არ არის და ჯერ თვითონ ევროკავშირი არ არის მზად ამ გაწევრიანებისთვის“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.