რეზონანსი
15.11.2025

უკრაინამ და რუსეთმა ომის ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებები გაააქტიურეს, საუბარია 1,200 უკრაინელის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებაზე. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.

“უკრაინის პრეზიდენტის დავალებით ამ დღეებში თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პარტნიორების შუამდგომლობით კონსულტაციები გავმართე გაცვლების პროცესის აღდგენასა და რუსული ტყვეობიდან ჩვენი ხალხის გათავისუფლებაზე. ამ მოლაპარაკებების შედეგად მხარეები სტამბოლის შეთანხმებების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. საუბარია 1,200 უკრაინელის გათავისუფლებაზე,” - წერს უმეროვი.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ტექნიკური კონსულტაციები გაიმართება, რამაც პროცედურული და საორგანიზაციო მომენტები უნდა დაამტკიცონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×