რეზონანსი
15.11.2025

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეხუთე მატჩი გამართა – თბილისში ესპანეთს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრებმა მოიგეს – 4:0.

ესპანეთი ევროპის მოქმედი ჩემპიონია, მიუხედავად იამალისა და პედრის არყოფნისა, ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ფავორიტადაც ითვლებოდა და სტატუსი გაამართლა.

პირენეელები პირველივე წუთიდან დაეუფლნენ მოედნის უპირატესობას და ანგარიშიც მალევე გახსნეს: მე-11 წუთზე პენალტი გაიტანა ოიარსაბალმა. ამას მოჰყვა ზუბიმენდის, ტორესის გოლები და პირველი ტაიმი ესპანეთმა 3:0 მოიგო.

ესპანელებმა მეორე ნახევარში ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს – 63-ე წუთზე ოიარსაბალმა დუბლი შეასრულა.

ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-3 ადგილზეა. ჩამორჩება ესპანეთსა და თურქეთს და ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვს. ქართველები შესარჩეი ეტაპის ბოლო მატჩს 18 ნოემბერს ბულგარეთში გამართავენ. შეხვედრა 23:25 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველო – ესპანეთი 0:4

 გოლები: 0:1 ოიარსაბალი (11-პენ). 0:2 ზუბიმენდი (ფაბიან რუისის პასით), 0:3 ფერან ტორესი (34. ოირსაბალის პასით), 0:4 ოიარსაბალი (63. ტორესის პასით).

საქართველო: მამარდაშვილი, მამუჩაშვილი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე (46. კაშია), გოჩოლეიშვილი, მექვაბიშვილი (73. წიტაიშვილი), კიტეიშვილი, ტაბატაძე (57. კვერნაძე), დავითაშვილი (85. აბუაშვილი), კვარაცხელია, ზივზივაძე (72. ქვილითაია).

სათადარიგოები: კერესელიძე, გუგეშაშვილი, ნარიმანიძე, ლომინაძე, გულიაშვილი, ნონიკაშვილი,

ესპანეთი: სიმონი, პორო (46. ლორენტე), კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია, ზუბიმენდი, ფაბიან რუისი (62. ბარიოსი), ფერან ტორესი (80. პინო), ბაენა, მერინო (62. ლოპესი), ოიარსაბალი (72. იგლესიასი).

სათადარიგოები: რაია, რემირო, გრიმალდო, ვივიანი, ოლმო, ფორნალსი, გარსია.

გაფრთხილება: მერინო (57)

არბიტრი: ბ. ბასტიენი (საფრანგეთი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×