რეზონანსი
16.11.2025

ისრაელი არ დათანხმდება პალესტინის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.

გაერო-ს უშიშროების საბჭო ხვალ კენჭს უყრის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყოვლისმომცველი გეგმის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელიც ასევე ითვალისწინებს პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პოტენციურ გზას.

საარმა აღნიშნა, რომ ისრაელი ამას არ დაუშვებს.

„ისრაელი არ დათანხმდება პალესტინის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას ისრაელის მიწის გულში", - განაცხადა საარმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×